LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პერიოდში ონლაინ-მუშაობაზე გადასული ადამიანების დიდი ნაწილი დღეში საშუალოდ 2,5 საათით მეტს მუშაობს, ვიდრე ოფისში

79
distancwork

სახლიდან მუშაობა კარგია, რადგან მეტი თავისუფალი დრო გრჩებათ? სულაც არა. ახალი კვლევა, რომელზეც სტატიას ,,სიენენი” აქვეყნებს ირწმუნება, რომ პანდემიის პერიოდში ონლაინ-მუშაობაზე გადასული ადამიანების დიდი ნაწილი დღეში საშუალოდ 2,5 საათით მეტს მუშაობს, ვიდრე ოფისში.

კვლევის ფარგლებში აშშ-ში, კანადაში და ვეროპის ქვეყნებში მცხოვრებ დასაქმებულებს აკვირდებოდნენ, რომლებიც პანდემიის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანეს. კომპანია NordVPN Teams-ის მონაცემების საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისათვის საჭირო სერვისებით უზრუნველყოფს და რომელიც 10 000-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს გაირკვა, რომ იმ ადამიანებისათვის, ვინც დისტანციურად მუშაობს, სამუშაო დღე საშუალოდ 2,5 საათით გაიზარდა.

აღმოჩნდა, რომ აშშ-სა და ნიდერლანდებში ონლაინ-მომუშავე დასაქმებულები საღამოს 6 საათის ნაცვლად, 8 საათამდე მუშაობენ. დანიაში, ბელგიასა და ესპანეთში მცხოვრები დასაქმებულები პანდემიის პერიოდში დღეში უფრო დიდხანს მუშაობდნენ ვიდრე ადრე, თუმცა ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ-მუშაობის იდეით არც დასაქმებულთა უმეტესობაა აღფრთოვანებული. გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სახლიდან მუშაობამ საგრძნობლად ავნო მათ პროდუქტიულობას. სხვა კვლევამ, რომელიც კომპანია Wildgoose-მა ჩაატარა უჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებულთა 55%-ს აქვს უფრო ხანგრძლივი დროით მუშაობის მოლოდინი, ვიდრე ამას მათი კონტრაქტი ითვალისწინებს.

კომპანიის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამუშაო საათების რაოდენობის გაზრდა ცუდად აისახება დასაქმებულებზე, განსაკუთრებით კი მათ მენტალურ მდგომარეობაზე. Wildgoose-ის კვლევაში მონაწილეთა 31% აღიარებს, რომ სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის დარღვევამ მათ მენტალური პრობლემები, დეპრესია, უიმედობა და მუდმივი გადაღლილობის შეგრძნება მოუტანა…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები