LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენა მილერი ახალ რომანს აღარ მალავს (ფოტო)

8513964-0-image-a-111_1547485742000

სიენა მილერის პირადი ცხოვრების შესახებ მედიას არაერთხელ დაუწერია. 37 წლის მსახიობი ცნობილია ხმაურიანი რომანებით ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც ჯუდ ლოუ, ორლანდო ბლუმი, ჯეიმს ფრანკო, ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები არიან.

როგორც ჩანს, ინგლისელ-ამერიკელი ვარსკვლავი ისევ ურთიერთობაშია. ამ დღეებში ის პაპარაცებმა ნიუ-იორკში ახალი ბოიფრენდის, 27 წლის გალერეის მფლობელ, ლუკას ზვირნერის კომპანიაში გადაიღეს.

საინტერესოა, რომ ლუკასი ჟურნალ Town & Country-ის ვერსიით, ყველაზე სასურველ საქმროებს შორის 21-ე ადგილზე სახელდება.

შეგახსენებთ, რომ წყვილს შორის სხვაობა 10 წელია, თუმცა ფაქტია ჰოლივუდში ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები