LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდნეი კვამლშია გახვეული – ჰაერის დაბინძურება კატასტროფულ ნიშნულზეა (ფოტო, ვიდეო)

306
21195632-0-image-a-16-1574161045510

სიდნეი კვამლშია გახვეული – ხანძრების გამო, ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას რვაჯერ აღემატება. ხელისუფლება სიდნეის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამასთან, ვრცელდება ინსტრუქცია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის.

სიდნეის შემოგარენში ამჟამად ხანძრის 100-ზე მეტი აქტიური კერაა. ოქტომბერში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა სამასამდე საცხოვრებელი სახლი და მილიონ ჰექტრამდე ტყის მასივი. ორ შტატში საგანგებო მდგომაროებაა.

მეხანძრეებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მშრალი ამინდი და მაღალი ტემპერატურაა.სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა სიდნეიში დღეს 37 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ამას ემატება ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი.

ეკო აქტივისტები მასშტაბური სტიქიის მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ.

https://www.facebook.com/sbsnews/videos/555326695261988/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები