შობის დღესასწაული ბექჰემების ოჯახში გრანდიოზულად აღინიშნა, თუმცა, წვეულებაზე არც ბრუკლინი და არც მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი არ მისულან.
„მივიღე ის, რაც ამ შობას მინდოდა“ – ბექჰემების ბედნიერი შობა
ამ დროს ახლად დაქორწინებული წყვილი მილიარდერი პელტცის ოჯახში იმყოფებოდა, ბრუკლინმა შობის დღესასწაული სიდედრთან და სიმამრთან ერთად აღნიშნა. ფოტოების სერია ნიკოლამ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ის მეუღლეს კოცნის და ეხუტება, განსაკუთრებული ყურადღება ბრუკლინისა და ნიკოლას მამის ფოტომ დაიმსახურა. ისინი ჩიბუხს ეწევიან.
„სიდედრ-სიმამრი ურჩევნია“, „როგორ ჩამოშორდა თავის ოჯახს“, „მორიგი დაპირისპირება წინაა“, „ნიკოლამ ბრუკლინი მშობლებს ჩამოაშორა“, – წერენ კომენტარებში
ვიქტორია ბექჰემი ვაჟსა და რძალზე მორიგ კომენტარს აკეთებს