LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა, თითქოს გიორგი ვაშაძემ ბინა რუსებს მიაქირავა, ეს პიროვნება უკრაინელი დევნილია, რომელიც ვაშაძის ოჯახმა ანაზღაურების გარეშე შეიფარა – „სტრატეგია აღმაშენებელი“

133
გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ტელეკომპანია „რუსთავი“ 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ოფიციალური განცხადებით ეხმიანება.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სიცრუეა გავრცელებული ცნობა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბინა რუსებს მიაქირავა:

„ბოლომდე ლუსტრირებული პრორუსი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბოლოდროინდელმა იმ გადაწყვეტილებებმა და სამოქმედო გეგმებმა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა და რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ.

პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ ბინა რუსებს მიაქირავა, რაც არის სიცრუე და ბინძური პროპაგანდა!

სინამდვილეში, აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი, რომელიც ანაზღაურების გარეშე შეიფარა გიორგი ვაშაძის ოჯახმა ისევე, როგორც ომის დაწყების პირველ თვეებში ზრუნავდა 15 უკრაინელ დევნილ ბავშვზე და დახმარების ხელი გაუწოდა უკრაინაში მცხოვრებ ქართულ და უკრაინულ ოჯახებს, რისი რეკლამირება და ამით თავმომწონეობა არასდროს გვიცდია.

ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ აჰყვება ამ პრიმიტიულ კამპანიებს და ამის გამო უარს არ იტყვის ლაჩარი და მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგობის არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობაზე!

ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!“, – აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები