LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო, გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო და მომისმინო” – გოგი წულაია მეუღლეს მიმართავს

6559
BeFunky-collage

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ყოფილი წევრი, გოგი წულაია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციური სიტყვებით მიმართავს.

ამის შესახებ წულაია სოციალურ ქსელში წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით მე და ბავშვები. შენ არ გიყვარს საჯაროდ ასეთი მილოცვა, მაგრამ ამ სიტუაციაში მეტი გზა არა მაქვს. ბოდიშს გიხდი და დაბადების დღეს გილოცავ!

სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო.

იმედია,მალე შევძლებ ყველაფერი აგიხსნა. საჯაროდაც ბევრჯერ მითქვამს და პირადადაც.

მე შენს მეტი ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ვამაყობ შენით. ღმერთს მადლობას ვუხდი ჩემი მეუღლე რომ გქვია.

ოცდასამი წელი ვცხოვრობთ ერთად და შენ იცი ერთხელაც არ გამივლია გულში შენი წყენინება.

ვთქვი ერთხელ საჯაროდაც ინგა არის ჩემთვის და მეტი არავინითქო და ასე შევასრულებ სიცოცხლის ბოლომდე.

მე ამას დავამტკიცებ ჩემი დიდი სიყვარულით შენს მიმართ.

გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო და მომისმინო.

ღმერთს ვთხოვ ჩემთან და შვილებთან ერთად უამრავი ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე წლები მოგვცეს”-წერს გოგი წულაია და ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები