LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილიაში სახლები 1 ლარად იყიდება – ულამაზესი იტალიური სოფელი სამბუკა მსურველებს ელის (ფოტოები)

960
sambuca mtavari

“სამბუკა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1 ევროდ სახლების გაყიდვის იდეა, ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ მთელი მსოფლიოდან დიდ ინტერესს ჩვენი ქვეყნის, ქალაქების, ხალხისა და ტრადიციების მიმართ. საერთო ჯამში სულ 60 სახლის გაყიდვაზე ვსაუბრობთ“, – ასე იწყება ინტერვიუ ერთ-ერთ ადგილობრივთან, რომელიც “ბიბისიმ” ჩაწერა. 

სახლები, რომლებიც ულამაზეს ქალაქში 3 ლარად იყიდება

სახლის ყიდვის მსურველებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილებაც მოუწევთ

სამბუკა პატარა სოფელია, სადაც 5800 ადამიანი ცხოვრობს. მიმდინარე წელს ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა, მიტოვებული სახლები სიმბოლურ ფასად გაეყიდა. მყიდველთა შორის არიან ჟურნალისტები, მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები. მათ ძალიან მოსწონთ აქაური გარემო და ლანდშაფტი.

 ახლოს სანაპირო ზოლით და გარშემო ულამაზესი მთებით. მუსომელის მერიის მიზანი 500-ამდე მიტოვებული სახლის გამოცოცხლება, მათი გარემონტება და აღდგენაა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი (იტალიური) ვებგვერდი ავრცელებს. 

თუ ამ იტალიურ ქალაქებში გადასახლდებით, 27 ათასს დოლარს გადაგიხდიან

ყველა ვინც ამ შეთავაზებას დათანხმდება, სამი წლის განმავლობაში, ყოველთვე 700 ევროს მიიღებს.

რაც შეეხება სამბუკას, ის ერთ-ერთი უძველესი იტალიური სოფელია, რომელიც თავისი მხიარული ფერებით, ვიწრო ქუჩებით და სტუმართმოყვარე ხალხით ერთი ნახვით შეგიყვარდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები