LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილია მზადაა ტურისტებს ბილეთის საფასურის და სასტუმროს ხარჯის ნაწილი დაუფაროს

489
sicilia newssss

სიცილია მზადაა ტურისტებს ბილეთის საფასურის ნახევარი და სასტუმროს ხარჯის მესამედი გადაუხადოს, მუზეუმები კი სრულებით უფასო გახდება.

სიცილია ტურისტების მოსაზიდად მათი ხარჯების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებს. იტალიელები მზად არიან რომ კორონავირუსის შედეგებს მოგზაურებთან ერთად ებრძოლონ. სწორედ ამიტომ, ფრენის ფასის ნახევარს რეგიონალური ხელისუფლება გადაიხდის. გარდა ამისა, სასტუმროს ხარჯის მესამედიც მასპინძლის მიერ ანაზღაურდება. ხოლო მუზეუმების თუ არქეოლოგიური ადგილების მონახილება სრულებით უფასო გახდება.

ყველაზე ტურისტული ინიციატივისთვის 50 მილიონი ევროა გამოყოფილი და როგორც კი პროექტი ამოქმედდება, ვაუჩერების მიღებას მსურველები სიცილიის ტურიზმის ვებ-გვერდზე შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ბიუჯეტის დიდ ნაწილს სწორედ ტურიზმი ავსებს, ამიტომ სექსტორის სრულყოფილად ასამუშავებლად ქვეყანა ბევრ გეგმას ადგენს. მანამდე კი სულ რაღაც ორ თვეში, მარტსა და აპრილში ზარალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები