LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიციალიაზე ფეხბურთელი ვერტმფრენით პირდაპირ მატჩის დროს გაიტაცეს (ვიდეო)

447
2558740-53073510-2560-1440

„ვიაგრანდეს“ მოთამაშე იგნაციო ბარბაგალომ ორიგინალურად დაასრულა კარიერა. დაუჯერებელი შემთხვევა სიცილიის სამოყვარულო ჩემპიონატში მოხდა. „ვიაგრანდესა“ და „ნებროდის“ მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე ვერტფრენი დაეშვა, საიდანაც კუნთმაგარი ბიჭები გადმოვიდნენ. მათ 55 წლის ფეხბურთელი ბარბაგალო დაიჭირეს, ხელები გადაუგრიხეს, ვერტმფრენში ჩასვეს და გაფრინდნენ.

გულშემატკივრები და მოთამაშეები შეშინდნენ, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს გათამაშება იყო. ოხუნჯმა ბარბაგალომ კარიერის ბოლო მატჩში საკუთარი გატაცება მოაწყო.

სიცილიური ხუმრობა იგნაციოს 200 ევროიანი ჯარიმად დაუჯდა და 2019 წლის 31 მაისამდე დისკვალიფიკაციაც მიარჭვეს.

გარდა ამისა, იგნაციოს დამატებითი სანქციები ემუქრება ხელისუფლებისგან, რადგან ხალხმრავალ ადგილზე ვერტფრენის დაჯდომა არ შეათანხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები