LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჭინავამ სფფ-ს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვცა

20

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, ზვიად სიჭინავამ სფფ-ს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება გააკეთა.

“პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ამიტომ, მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არანაირი ზეწოლა არ მომხდარა”, – განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსნებეთ, რომ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება,მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას სიჭინავას მოადგინე ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები