ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უეფამ სამსახური შეთავაზა, თანაც 10-წლიანი ვადით.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ადასტურებს, რომ უეფამ სიჭინავას სამსახური მართლაც შეთავაზა. ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, რა პოზიციაზე იმუშავებს სიჭინავა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. 17 აგვისტოს მონაცემებით კი სფფ-ის სამდივნოში კანდიდატურა ჯერ არავის წარუდგენია.