LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიარას ახალი კლიპი, რომელსაც უკვე 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს (ვიდეო)

185
Ciara-Thinkin-Bout-You-OFFICIAL-VIDEO.

სიარას ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. Thinkin Bout You – ასე ჰქვია მეორე სინგლს ამერიკელი შემსრულებლის მეშვიდე სტუდიური ალბომიდან, Beauty Marks, რომლის რელიზი 10 მაისს შედგება. სიახლე ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომელსაც ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა უყურა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 33 წლის მომღერალი თაყვანისმცემლებს სიურპრიზს უმზადებდა ცნობილი 29 მარტს გახდა.

სიარამ ახალი ალბომი და სიმღერა დააანონსა (ფოტო)

შეგახსენებთ, რომ სიარას მომავალი დისკიდან, რომელიც პირველი იქნება ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ასევე ცნობილია: Level Up, დუეტი Tenko-სთან Freak Me, Dose და Greatest Love, რომელიც ორი შვილის დედამ მეუღლეს, რასელ უილსონს მიუძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები