„ზაერი” მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ახალი წელი აშშ-ში დამზადებული, უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი დეკორაციებით გაიფერადოს.
როგორც „ფორტუნას” „ზაერის” წარმომადგენელმა გიორგი ჯანელიძემ განუცხადა, პროდუქცია პრემიუმ ხარისხისაა და ის „ზაერიმ” ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიისგან შეიძინა. რაც შეეხება ღირებულებას, საახალწლო დეკორაციების ფასი 10-15 ლარიდან იწყება.
„ჩვენს ისედაც მრავალფეროვან დეკორაციებს დავამატეთ ახალი ხაზი- საახალწლო ხაზი. პროდუქცია გათვლილია იმ მომხმარებელზე, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს ეს დღესასწაული და საახალწლო განწყობას ფერადი დეკორაციებით იქმნის. პროდუქცია გამოირჩევა ხარისხით და რაც ყველაზე მთავარია, ის ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანისათვის ხელმისაწვდომია”, – აცხადებს ჯანელიძე.
ცნობისთვის, „ზაერი” საქართველოში 2008 წლიდან საქმიანობს. ამ ეტაპზე კომპანია ფლობს 2 მაღაზიას – თბილისსა და ბათუმში. „ზაერის” დაკვეთით, ქართული დიზაინით ინტერიერისა და ბაღის დეკორაციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამზადებენ.
„ზაერი“ ამერიკული კორპორაციის Zaer ltd. International-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს აშშ-სა და ევროპაში მოქმედ ცნობილ ბრენდებთან.
კომპანია აშშ-დან ახორციელებს შემდეგი პროდუქციის იმპორტს: საბაღე ავეჯი, მეტალის დეკორაციები ეზოებისათვის და ვერანდებისთვის, მეტალის სასანთლეები, კერამიკული ფიგურები, ასევე ინტერიერის დეკორაციები და სხვა.
„რაც მთავარი და აღსანიშნავია, ჩვენთან თითოეული ნიმუში უჩვეულო ორიგინალობისაა. პროდუქცია მზადდება ჩვენივე დიზაინით, რაც გამორიცხავს მსგავსი ნივთების სხვა მაღაზიებში მოხვედრას. თქვენ ყოველთვის იპოვით ჩვენთან იმას, რასაც ეძებთ. თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენთან მოდის, ჩვენი მუდმივი მომხმარებელი ხდება”, – განმარტა გიორგი ჯანელიძემ.