LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე საავტომობილო ინდუსტრიაში – სერტიფიცირებული ავტომობილები გარბენით

39

“ტოიოტა ცენტრი თეგეტა”-ტოიოტას ახალი ოფიციალური დილერი საქართველოში, 19 სექტემბრიდან, მომხმარებელს ექსკლუზიურ სიახლეს სთავაზობს.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ცენტრში უკვე შესაძლებელია სერტიფიცირებული ავტომობილების შეძენა გარბენით, რასაც თან ერთვის ”ტოიოტას” დილერის ოფიციალური გარანტია და ექსკლუზიური ”თრეიდ-ინ” სერვისი.

მათივე ცნობით, სრული საიმედოობისათვის ცენტრი უზრუნველყობს ავტომობილის წინასწარ შემოწმებას, ევაკუატორის 2 წლიან მომსახურებასა და 2 წლიან გარანტიას.

”ტოიოტას” მომხმარებლებს ასევე საშუალება ექნებათ ჩაანაცვლონ საკუთარი მეორადი ავტომობილი ტოიოტას უახლესი მოდელით, რისთვისაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს ავტომობილის შესაფასებლად”, – განაცხადეს კომპანიაში.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები