თბილისში ახალი რესტორანი, სახელწოდებით Si Certo იხსნება. ობიექტი ღვინის კომპანია „ბადაგონს“ ეკუთვნის.
„გასაოცარი სიახლე გვაქვს – 25 სექტემბერს „სი ჩერტო“ იხსნება. კიდევ ერთი რჩეული რესტორანი „ბადაგონისგან“, სადაც განსაკუთრებული გემოებისა და არომატების აღმოჩენა შეგიძლიათ. დახვეწილი გარემო, სადაც მადისაღმძვრელი კერძები იდეალურ სასმელს ერწყმის და სრულყოფილებას ქმნის. Si Certo – გვესტუმრეთ და შეიქმენით თქვენი ემოციის შესაბამისი განწყობა!“, – აცხადებენ „ბადაგონში“.
აღსანიშნავია, რომ რესტორანი Si Certo კოსტავას 60 ნომერში მდებარეობს.