LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო მომენტები, შენ რა დედა ხარ?! შენ შენს შვილთან უნდა იყო, არ გრცხვენია, რომ იცინი?!.. გვაცალონ ცხოვრება, ჩვენზე მეტად თქვენ არ გტკივათ“ – შვილმკვდარი დედის ემოციური მიმართვა

269
მარია გოგოლაძე

გადაცემაში „პრაიმშოუ“, რომლის მორიგი ეთერი დაეთმო ქალებს და იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ პიარ-მენეჯერმა, მარია გოგოლაძემ პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.

„მე ვარ ია, ჩემი შვილი იყო მარი, ახლა ვართ მარია. ახლა მე და ჩემი შვილი ვართ ესე.

ჩემი შვილი 2 წლის იყო, ახლა უკვე 20 წელია მარტო ვარ.. ჩემს შემთხვევაშიც ძალიან რთული იყო აქამდე მოსვლა.. ვმღერი, ვხატავ, 4 გამოფენა მქონდა, სხვადასხვა კონცერტებზე მიწევს შესრულება..

იყო მომენტები, შენ რა დედა ხარ?! შენ შენს შვილთან უნდა იყო, არ გრცხვენია, რომ იცინი?!შვილმკვდარი დედა ხარ..

უბრალოდ, ჩემი თხოვნაა, გვაცალონ ცხოვრება, ჩვენზე მეტად თქვენ არ გტკივათ.. დაგვიტოვეთ ჩვენი ტკივილი ჩვენ.. დღეს სპეციალურად მოვედი ფერადი, რათა მოტივაცია ვიყო [შვილმკვდარი] დედებისთვის..“

✨ მარია გოგოლაძე #პრაიმშოუში

🌸 შვილმკვდარი დედა ვარ და ხშირად საზოგადოება მაკრიტიკებს ჩემი აქტიური ცხოვრების გამო ✨ მარია გოგოლაძე #პრაიმშოუში

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები