“ჩემმა შვილიშვილმა იცის რა საქმესაც ვაკეთებ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „postv“-ს ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ოჯახისთვის ვეღარ იცლის.
მარინა ენდელაძე: „ვიცი, რომ ჩემს შვილს ძალიან გაახარებდა ის, რასაც ახლა ვაკეთებთ…“
“ეს თვეები ოჯახისთვის არ მცალია. დიდი ოჯახი მყავს, მაგრამ ერთად ვინც ვცხოვრობთ, ბევრი აღარ ვართ. შვილიშვილს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, 2 თვეა არ მოვფერებივარ. ყველა წესს, რაც აუცილებელია, ვიცავთ. ჩემმა შვილიშვილმა იცის რა საქმესაც ვაკეთებ, ის ამაყობს კიდეც, როგორც შეუძლია გვერდით მიდგას”, – აღნიშნა ენდელაძემ.
ჩემი ტრაგედიის შემდეგ უფრო მეშინია სიკვდილის – მარინა ენდელაძე