LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილიშვილმა 86 წლის პაპას, რომელსაც ზღვა ნანახი არ ჰქონდა, ოცნება აუსრულა [ფოტოები]

2975
gurgena papa

დავით ზურაბაშვილმა მის 86 წლის პაპას მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და ზღვა აჩვენა. ამ ემოციების ამსახველ ფოტოებს ზურაბაშვილის მეგობარი, ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე აქვეყნებს.

როგორც ის წერს, გურგენა პაპას ამდენი ხანი მხოლოდ იმიტომ არ ჰქონდა ზღვა ნანახი, რომ მთელი ცხოვრება მუშაობდა.

ზაქარია ჭელიძის ფოტო

“საოცარი დღე .

გურგენა პაპა 86 წლის .

არასოდეს არ ყოფილა ზღვაზე .

( რატო , უი , როგორ ? – პაპამ მითხრა მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და არ მეცალაო ) #პაპაზღვაზე

მაგარი შვილიშვილი ყავს David Zurabashvili

დღეს მას აუსრულა ოცნება და ანახა ზღვა .

მადლობა რომ ეს ემოცია გამიზიარე დავით და დამანახე პაპას საოცარი თვალები ?

აბა დავფიქრდეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბაბუ – ბებიებისთვის რომ მათ გავულამაზოთ დღეები.

მიყვარხარ დავით ამ საქციელისთვის,” – წერს ფოტოგრაფი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები