LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილიშვილისთვის აკვნის საყიდლად მიდიოდნენ – ადგილობრივები ენგურზე დაღუპულ ცოლ-ქმარზე

187
884d79963bd8bc0ae9b13a1aa71add73

ოკუპირებული გალში მცხოვრები 47 წლის მამაკაცი და მისი 40 წლამდე ცოლი ზუგდიდში ოჯახისთვის ნივთების საყიდლად აპირებდნენ გადასვლას. ამის შესახებ რადიო “ათინათს” შამგონაში შეკრებილმა გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა უთხრეს.

მათივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ნათესავი, 30 წლამდე ქალი და ასაკოვანი მამაკაცი ახლდა.

“შვილიშვილი შეეძინათ, საჩუქრების შეძენას აპირებდნენ, ბავშვისთვის აკვანი უნდა ეყიდათ. სამი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცროს ქალსაც, მათ ნათესავს, შვილი დარჩა 3 წლის. ეს მსხვერპლი, არის იმის ბრალი, რომ ენგური ჩაკეტეს. მიმოსვლა რომ იყოს, ეს არ მოხდებოდა”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი.

შეგახსენებთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში, ოთხი ადამიანი დაიხრჩო. ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყვნენ.

საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდნენ.