ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სიტყვები არ მყოფნის…
რატომ ხდება ასე, რომ შვილი უფრო ადრე კვდება მშობელზე? იქ ხომ მშობელიც მკვდარია უკვე. შვილის დაღუპვით გამოწვეულმა ტრაგედიამ გაანადგურა და საბოლოოდ მოუღო ბოლო.
ახლა ალბათ იმაზე ბედნიერია, ვიდრე შვილის დაღუპვის მერე, ამ ცხოვრებაში.
ამაზე ლაპარაკს მის სიცოცხლეში ვერიდებოდი, რადგან ერთხელ შეხვედრისას როცა წამოვიწყე, თავად ჩაკეტა თემა, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ სისტემის კორუმპირებულობას და უგუნურობას – პატრულის არასწორად დაგეგმილ ოპერაციას ემსხვერპლა მისი 24 წლის შვილი.
ვიღაცების კორუმპირებულობის და ნეპოტიზმის შედეგში არ უნდა ვიხდიდეთ ფასს ახალგაზრდების სიცოცხლით. ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს!
ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოჯახს.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა
P.S. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამიკრიტიკებია, არ ყოფილა შემთხვევა მას ჩემთვის ტელეფონზე არ ეპასუხა, ან შეხვედრა თუ მითხოვია, არ შემხვედრია. ყოველთვის გავუოცებივარ მის პროგრესულ მიდგომებს საკითხისადმი და ღირსეულ ოპონირებას”,- წერს ჟურნალისტი ელისო ჯანაშია.
“ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო” – ირაკლი ხახუბიას მეგობარი