Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შვილი ვერ გაუზრდია: პიკეს ბიჭი მტრის მაისურს ინახავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილი ვერ გაუზრდია: პიკეს ბიჭი მტრის მაისურს ინახავს

46

კატალონიის ”ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკეს შვილი სახლში მადრიდის ”რეალის” მოთამაშის, ხამეს როდრიგესის მაისურს ინახავს.

მიუხედავად იმისა, რომ პიკე ცნობილია თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით ”რეალისადმი”, როგორც ჩანს, მისი შვილი მის აზრს არ იზიარებს.

ხამეს როდრიგესის მეუღლემ, დანიელა ოსპინამ, რომელიც ”არსენალის ” გოლკიპერის, დევიდ ოსპინას უმცროსი დაა, ჟურნალ Don Juan-თან საუბარში შაკირასთან სტუმრობის დეტალები გაიხსენა.

”მე და ჩემი ქალიშვილი სალომეა ბარსელონაში შაკირას შევხვდით. ჩვენ მისი გულშემატკივრები ვართ. როდესაც მან თავის ვაჟს, მილანს ჩვენი თავი წარუდგინა და უთხრა, რომ ჩვენ ხამესის ოჯახის წევრები ვართ, მილანმა ”აღიარა”, რომ მას სახლში ხამესის მადრიდის ”რეალის”, 10-ნომრიანი მაისური აქვს”, – განუცხადა როდრიგესის მეუღლემ კოლუმბიურ ჟურნალს.

პიკე მუდმივად აკრიტიკებს ”რეალს”, როდესაც საშუალება ეძლევა. გამორჩეულად ცუდი ურთიერთობა მას გუნდის კაპიტან სერხიო რამოსთან აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები