LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შვილებს არ დაუტოვებს კითხვებს, პირველ რიგში, გაესაუბრება იმ ადამიანებს, რომლებმაც ბევრი ჭორი გაუვრცელეს” – ანი ნადარეიშვილი

297
BeFunky-collage (1)

ბაჩო ახალაია რამდენიმე თვეში ციხეს დატოვებს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა და ისაუბრა იმაზეც, თუ რას გააკეთებს საპყრობილეს დატოვების შემდეგ მისი მეუღლე.

„ბაჩო რომ გამოვა, პირველ რიგში, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კითხვები.

ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი ჭორი გაუვრცელეს და ხელი შეუწყვეს ამ ჭორების გავრცელებას. ამას აუცილებლად გააკეთებს.

შვილებს არ დაუტოვებს უპასუხებელ კითხვებს. შინაურ და გარეულს.

ძალიან გვინდა, ბავშვებთან ერთად ჩავსხდეთ მანქანაში, სულ ერთია,თბილისში და წავალთ, თურქეთის საზღვარს გადავალთ და სადაც დაგვიღამდება იქ გავათებნებთ, სადაც გაგვითენდება იქ დავაღამებთ.

ყველაზე ძალიან მენატრება ოჯახური სითბო და თავისუფლება. საქართველოშიც ძალიან ბევრი ადგილია, სადაც სიამოვნებით დავისვენებდი, მაგრამ თავისუფლად ვერ ვიქნები.

ჯერ ყველაფერი წინ არის, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ რეალურად საომარ მდგომარეობაში ვართ ახლა. მე ამისთვის მზად ვარ”- აცხადებს ანი ნადარეიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები