პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ რომ არა მისი შვილები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, შიმშილობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა.
„ჩვენი გადარჩენის გზა მხოლოდ უცხოეთში გადახვეწილ საქართველოს მოქალაქაზე გადის. პირადად ჩემი ოჯახიდან, რომ ავიღო.
შვილები რომ არ მყავდეს უცხოეთში და იქედან მიღებული ფულით არ ვიკვებებოდე, გარანტიას გაძლევთ, რომ შიმშილის საფრთხე დადგებოდა. ამ ყველაფერზე ხმამაღლა სასაუბროთ ჩვენ არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ რეგიონებშიც უნდა მოვიყაროთ თავი, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფასების მატების გამო აუცილებელია საპროტესტო ტალღა მოედოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონს.