LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss ციურიხი-თბილისის რეისს შეასრულებს

136
8729160

დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით ფრენა შესრულდება. შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის ფედერალური დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისს  შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss განახორციელებს.

აღნიშნული რეისით საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოს 37 მოქალაქე, რომელთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები და არასრულწლოვნები. აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მიგრაციის სამსახური დააფინანსებს შვეიცარიიდან ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების პირველად საჭიროებებს: დაბინავებას და სამედიცინო მომსახურებას.

როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები