შვეიცარიის რამდენიმე სოფელი, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტი ზერმათი (Zermatt) გარესამყაროს მოწყდა, რის შედეგადაც 13 ათას ტურისტს პრობლემები შეექმნა – ისინი ტერიტორიას ვერ ტოვებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მომხდარი ამინდის გაუარესებას უკავშირდება, რის გამოც ზვავის ფორმირების რისკი მაქსიმალურ ზღვრზეა. ზერმათში დაკეტელია როგორც საავტომობილო გზა, ისე რკინიგზა. ამ დრომდე სოფელში ევაკუაცია არ განხორციელებულა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარება ადგილზე ყოველ ნახევარ საათში კონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომები გატარდება. მედიის ინფორმაციით, სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მეტეოროლოგები თოვლის გაძლიერებას ვარაუდობენ.