LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის საელჩომ მიიღო და რუსეთის ინტერესთა სექციას გადასცა საქართველოს ნოტა, რომ რუსმა დიპლომატმა საქართველო დატოვოს

124

შვეიცარიის საელჩომ მიიღო და რუსეთის ინტერესთა სექციას გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, შემდეგი მოთხოვნით, რომ რუსმა დიპლომატმა საქართველო დატოვოს, – ამის შესახებ შვეიცარიის საელჩოში განაცხადეს.

როგორც საელჩოში განმარტავენ, აღნიშნული ფაქტი არ იქონიებს გავლენას შვეიცარიის იმ განსაკუთრებულ მანდატზე, რომელიც გულისხმობს საქართველოში რუსეთის ინტერესების დაცვას, ხოლო რუსეთში – საქართველოს ინტერესების დაცვას.

„შვეიცარიის საელჩომ მიიღო და რუსეთის ინტერესთა სექციას გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, შემდეგი მოთხოვნით, რომ რუსმა დიპლომატმა დატოვოს საქართველო. მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიის საელჩოს აქვს განსაკუთრებული მანდატი, რომელიც გულისხმობს საქართველოში რუსეთის ინტერესების დაცვას და ანალოგიურად, რუსეთში საქართველოს ინტერესების დაცვას და ეს ნოტა, თავისი მოთხოვნით, არანაირ გავლენას არ იქონიებს აღნიშნულ მანდატზე“, – განაცხადეს შვეიცარიის საელჩოში.

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვას, რაშიც ოფიციალური ლონდონი რუსეთს ადანაშუალებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.