LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში უპილოტო ელექტრო ავტობუსების ტესტირება დაიწყეს

64

შვეიცარიაში უპილოტო, ელექტრო ავტობუსების ტესტირება დაიწყეს. გამოცდა მიმდინარეობდა ჩვეულებრივ გზაზე, სადაც სხვადასხვა ტიპის საშუალებები მოძრაობენ.

ტესტები გაგრძელდება 2017 წლის ოქტომბრამდე. პროექტის მიზანია, გამოიკვლიონ მოძრაობის ზუსტი ალგორითმი, რითაც მოხდება ელექტრო, უპილოტო ავტობუსებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის უკეთ დახვეწა.

ელექტრო ავტობუსების მაქსიმალური სიჩქარე განისაზღვრება 20 კმ/სთ სიჩქარით, ტრანსპორტირებისას მოდელს შეუძლია მაქსიმუმ 11 მგაზვრის გადაყვანა.

ავტობუსები აღჭურვილი იქნება შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსებითა და კონდიციონერით, რომელიც მგზავრების კომფორტულ მგზავრობას შეუწყობს ხელს.

მოძრაობისას, ავტობუსები გამუდმებით ახდენს ვიდეო-გადაცემას ტელეოპერატორებთან, რომლებსაც დისტანციურად შეუძლიათ მართონ ელექტრო ავტობუსები და მალევე მიიღონ გადაწყვეტილება, შექმნილი საფრთხეების შემთხვევაში. ასევე ყოველ ავტობუსში იქნება 1 მეთვალყურე, რომელიც სისტემის წარმადობას აკონტროლებს.

2017 წელს, კომპანია Volvo გეგმავს მასშტაბურ წარმოებას, რომელიც განკუთვნილი იქნება დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის.