ავტომობილების შვეიცარიელმა იმპორტიორებმა მკაცრად გააკრიტიკეს ელექტროქარების შეზღუდვის გეგმა, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ენერგოკრიზისიდან თავის დასაღწევად გეგმავს. მათი თქმით, ეს ნაბიჯი „მწვანე“ ბაზარს დათვურ სამსახურს გაუწევს. ელექტროქარების გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესება მყიდველებს ისევ საწვავზე მომუშავე მანქანებისკენ მიაბრუნებს.
არადა იმპორტიორები და ოფიციალური დილერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი გაზარდონ – იქნება ეს მრავლობითი რეკლამა თუ პერსონალური კომერციული შეთავაზებები. ხელისუფლების გეგმას მთელი ამ პროცესის თავდაყირა დაყენება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ როგორც ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი შვეიცარიაში ენერგო დეფიციტის გამო ელექტროქარების შეზღუდვას განიხილავენ. თუკი პროექტს მიიღებენ, შვეიცარიელები „მწვანე“ მანქანებით გადაადგილებას მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას შეძლებენ.