შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის – ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
ზოგიერთი ქვეყანა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შეუშვებს ტურისტებს. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წევრობა კოვიდ 19-ის გავრცელებას ხელს ნამდვილად არ უშლის.
ევროპის რომელი ქვეყნები ხსნიან საზღვრებს ქართველი ტურისტებისთვის?
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შვეიცარიის საზღვრები 20 ივლისამდე დაკეტილია“, – აცხადებენ საელჩოში.
ჯერჯერობით უცნობია რა პირობებით გვიხსნის ევროპის ეს ქვეყანა საზღვარს და მოუწევს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა.
ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება, ამ საიტზე განთავსდება: