15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მერვე შეხვედრას გასვლაზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი სენტ-გალენში , “კიბუნ-პარკზე” გაიმართება, რომლის ტევადობაც 19 694-ს შეადგენს. შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელი გუნდისთვის ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შვეიცარია D ჯგუფში 11 ქულით მესამე ადგილზეა, ირლანდიას და დანიას კი 12-12 ქულა აქვთ. ასე რომ ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული მატჩი შვეიცარიის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.