LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედმა ფერმერმა სასამართლოს ძალით მეტეორიტი მოიგო

111
108758657

შვედმა მამაკაცმა, რომლის მიწაზეც მეტეორიტი დაეცა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და პროცესი მოიგო კიდეც. ამის შესახებ The Guardian წერს.

14 კილოგრამიანი, რკინის მეტეორიტი 2020 წლის 7 ნოემბერს ჩამოვარდა და ორმა გეოლოგმა ის დეკემბერში იპოვა. შემდეგ მეტეორიტი სტოკჰოლმში, შვედეთის ისტორიის მუზეუმში გადაიტანეს.

სასამართლომ მეტეორიტი უძრავ ქონებად აღიარა. ციური სხეული რკინისაა და მიწა სადაც ის დაეცა, ასევე შეიცავს რკინას. შესაბამისად, მეტეორიტი მიწის ნაწილად უნდა განვიხილოთ, ისევე როგორც განვიხილავთ მაგალითად – ქვებს.

შვედური კანონი ყველას აძლევს უფლებას კერძო მიწაზე თავისუფლად გადაადგილდეს, თუმცა ის „არავის აძლევს უფლებას სხვისი მიწიდან მეტეორიტი აიღოს“, განაცხადა მოსამართლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები