LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში საგიჟეთი იყო, ლივერპული ბოლოს ცოცხლდება – ამბები მოკლედ

169
rue261671f745

შვედეთის ჩემპიონატში ნამდვილი დრამა გათამაშდა: ბოლო ტურამდე პირველ ადგილზე პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებდა. „იურგორდენი“ სამი ქულით უსწრებდა „მალმიოს“ და „ჰამარბიუს“. მე-15 წუთისთვის „იურგორდენი“ 0:2-ს აგებდა, პარალელურად „მალმიომ“ და „ჰამარბიუმ“ გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩემპიონი „მალმიო“ იყო, 65-ე წუთზე ისევ „იურგორდენი“. მომავალმა ჩემპიონმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
სტოკჰოლმის კლუბი ჩემპიონი პირველად გახდა ბოლო 14 წელიწადში.

 

„ლივერპული“ ზედიზედ 6 მატჩია 75-ე წუთის შემდეგ იტანს: 3 გოლი გამარჯვების აღმოჩნდა, 2 გოლმა თამაში გადაარჩინა.

ამ სეზონში უკვე მესამედ „ლივერპულმა“ მნიშვნელოვანი გოლი მსაჯის მიერ დამატებით დროში გაიტანა.

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში გამარჯვების გოლი 90-ე წუთის შემდეგ 35-ჯერ შეაგდო. 10-ით მეტჯერ, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდმა.

„რეალმა“ ზიდანის თავკაცობით პირველად ითამაშა 0:0 „სანტიაგო ბერნაბეუზე“ („ბეტისთან“).

„ბეტისი“ პირველი გუნდია ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც „რეალთან“ ზედიზედ სამ გასვლით მატჩში გოლი არ გაუშვა.

ალვარო მორატამ ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა „ატლეტიკოს“ რიგებში.

„ინტერი“ ერთადერთი გუნდია ტოპ 5 ლიგაში, რომელმაც ჩემპიონატში ყველა გასვლითი მატჩი მოიგო.

დე ლიხტმა მეოთხედ ითამაშა საჯარიმოში ხელით სერია ა-ს მატჩებში. პენალტი ორჯერ დაინიშნა.

„ლეიპციგმა“ ბოლო ორ შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

„ჩელსიმ“ მოიგო 5 მატჩი ზედიზედ პრემიერლიგაში.

ფრენკ ლემპარდი მეორე მწვრთნელია „ჩელსის“ ისტორიაში, რომელმაც 7 გასვლითი თამაში მოიგო ზედიზედ.

„მანჩესტერი“ ფანებს ყაზახეთში „ასტანასთან“ მატჩზე უფასოდ წაიყვანს ტურისტული კომპანიის ბანკროტის გამო.

ინტერნეტში გამოჩნდა „მანჩესტერის“ ფორმის ექსკლუზიური კომპლექტი. მაისური ტრადიციულ წითელ ფერშია, მაგრამ მასზე ჩინური ახალი წლის პატივსაცემად დრაკონებია დახატული. ფეხბურთელები ამ ფორმით მოედანზე არ გავლენ, მაგრამ ქომაგებს მისი ყიდვა ფანშოპში შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები