LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში განქორწინებული მშობლებისთვის აპლიკაცია შექმნეს

133
thumb_1024x663_singledad-11zon

შვედეთში, ქალაქ მალმეში ჩაუშვებენ აპლიკაციას, რომელიც განქორწინებულ მშობლებს სტრესთან უკეთ გამკლავებაში და შვილებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაში დაეხმარება. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

აპლიკაცია სახელად SES (თანამშრომლობა განქორწინების შემდეგ) მშობლებს აძლევს ხელსაწყოებს, რომელთა დახმარებითაც მათ საკუთარი თავის დახმარება დამოუკიდებლად შეუძლიათ. მაგალითად, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ფსიქოლოგიური სავარჯიშოები, რჩევები იმის შესახებ თუ როგორ სჯობს მოქცევა სხვადასხვა სიტუაციაში.

კონტენტის დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას ეძღვნება. მშობლებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გაუგონ შვილებს და როგორ დაუჭირონ მათ მხარი. აპლიკაციის მუშაობა შესაძლებელია კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე ადაპტირდეს.

პროგრამა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს. ტესტირების პროცესში SES განქორწინებულ წყვილებს სტრესის შემცირებაში დაეხმარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები