შვედეთში ასაკოვან ადამიანებს სპეციალურად გადამზადებული ციფრული კონსულტანტები დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ Consultany.eu ავრცელებს.
მათი მოვალეობა იქნება, რომ ასაკოვან ადამიანებს სახლებში მიაკითხონ, რათა დაადგინონ რაიმე სირთულეს ხომ არ გადასწყდომიან ისინი ციფრულ მოწყობილობებთან მუშაობის დროს.
თუკი ასაკოვან ადამიანს ახალ სმარტფონთან ან პრინტერთან გამკლავება უჭირს, კონსულტანტი მას მოწყობილობის ათვისებაში დაეხმარება. გარდა ამისა, აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტანტები პროგრამებს და აპლიკაციებსაც დაამონტაჟებენ.
ციფრული კონსულტანტების გაჩენა ასაკოვან ადამიანებში მარტოსულობის პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი გზაა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ევროპაში ორჯერაა გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს მარტოდ გრძნობს.