LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის კულინარიული კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ტურს მოიგებს

92

სტოკჰოლმში, მოყვარულ მზარეულთა კულინარიული კონკურსი „შვედეთის საუკეთესო კერძი“ მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი აპრილში დაიწყო და ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულისთვის მთავარ ჯილდოდ საქართველოში მოგზაურობის დაწესება სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტო“, შპს „ჯეოვინი“, „უკრაინის ავიახაზები“ და ტურისტული სააგენტო Hi Georgia. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მნიშნველოვანი მხარდაჭერა გასწია ხსენებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის ქართულ ტურისტულ კომპანიებში გავრცელების კუთხით.

ფინალში გამარჯვებული ნორდიკულ რეგიონში უმსხვილესი ღვინისა და გასტრონომიის გამოფენის ფარგლებში გამოვლინდება და მას მთავარ ჯილდოდ საქართველოში ხუთდღიან სამოგზაურო პაკეტს გადასცემენ, რომლიც ღვინისა და კულინარიის თემატიკას მიეძღვნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების შესახებ ინფომრაცია ნორვეგიაში ფართოდ გავრცელდა როგორც სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე კონკურსის ორგანიზატორის – სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრის Stokholmsmassan ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნულ გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბმულის მეშვეობით, კონკურსში მონაწილეობით ყველა მსურველს ეძლევა საშუალება, საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები