შვედეთის პარლამენტი თანახმაა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი, შვედეთის პარლამენტის დეპუტატი ჩერსტინ ლუნდგრენი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.
„ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი შვედეთის პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრ ვალსტრომთან ერთად დავაყენე. შევთანხმდით, რომ კის ვიტყვით“, – წერს ჩერსტინ ლუნდგრენი.