LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

122
Capture

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები