LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედებმა მომღიმარი უპილოტო ავტომობილი შექმნეს (ვიდეო)

24

შვედურმა ფირმამ – Semcon-მა უპილოტო ავტომობილის პროტოტიპი წარმოადგინა. ტექნოლოგიას შეუძლია ადამიანებთან კონტაქტი, მინიშნება რომ გზაზე გადასვლა უსაფრთხოა მათთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Autocar-ი ავრცელებს.

პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობდა შემდეგში – ავტოპილოტიან მოდელებს ჰქონოდათ შესაძლებლობა გზაზე მოძრავ ნებისმიერ არსებას (ადამიანს) დაკონტაქტებოდა მათთვის გასაგებ ენაზე, როგორც ამას ავტომობილის მართვისას მძღოლი სტანდარტულად აკეთებს. თვალის კონტაქტისა და ხელების ენის გარეშე, ფეხით მოსიარულეთათვის განსაკუთრებული კომფორტია, როცა საჭესთან მჯდომ ადამიანთან უკონტაქტობას, არც მეტი, არც ნაკლები ავტომობილის ღიმილი ცვლის.

კომპანია Semcon-ში განმარტავენ, რომ მათი წამოწყება აქტიურად დაიგეგმება მომავალში და ბევრი უპილოტო ავტომობილი აღიჭურვება მსგავსი ტექნოლოგიით.

,,როცა ეს გადავწყვიტეთ, ვფიქრობდით ერთადერთ რაღაცაზე – როგორ შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, რომ ფეხით მოსიარულეების ნდობა უპილოტო ავტომობილების მიმართ შედარებით გაზრდილიყო, თუნდაც გზაზე გადასვლისას და ჰქონოდათ უსაფრთხოების განცდა, როცა ამ ტიპის მოწყობილობა გზას უთმობს მათ. ტექნოლოგიის დანერგვამდე, გავაკეთეთ სპეციალური გამოკითხვა, რისი მეშვეობითაც დადგინდა, რომ 57% ჯერ კიდევ საეჭვო თვალით უყურებს უპილოტო ტრანსპორტს, თუნდაც შვედეთში, სადაც არაერთი მსგავსი ტესტირება წარმატებით დასრულდა. ჩვენი მიზანია გავადნოთ ყინული!’’ – განაცხადა Semcon-ის წარმომადგენლობამ.

გთავაზობთ ვიდეოს: