ქალის, მამაკაცის, ბავშვის ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენდული სავაჭრო ცენტრი „შუზ პლაზა“ გრანდიოზულ ფასდაკლებას აცხადებს. კომპანია 26, 27 და 28 ნოემბერს მომხმარებელს 60%-ამდე ფასდაკლებას სთავაზობს.
„შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში, მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს სასურველი ნივთი პრემიუმ კლასის ევროპული ბრენდების ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ყველაზე მოდური არჩევანიდან. აქ ყველაფერია კლასიკური, თავისუფალი თუ ფორმალური სტილის მოყვარულთათვის.
„გვესტუმრე ვაჟა-ფშაველას II კვარტალი 57 ნომერში და გაიფერადე შავი პარასკევი“, – აცხადებენ ქალის, მამაკაცის, ბავშვის ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენდულ სავაჭრო ცენტრ „შუზ პლაზა“-ში.