LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუმახერი სრულყოფილი ცხოვრებით ვეღარასდროს იცხოვრებს, თქვა მისმა ძმამ

118
64565

შუმახერის ძმამ მის მდგომარეობაზე ისაუბრა. „ფორმულა-1-ის“ 7 გზის ჩემპიონის უმცროსმა ძმამ, რალფმა, გერმანულ გამოცემა Bild-ს ძალიან გულწრფელი ინტერვიუ მისცა. რალფმა დიდი მრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, შუმახერი მომავალ წელს 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. რალფის თქმით, 10 წლის წინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მთელი ოჯახი შეცვალა, მისი ძმა კი სრულყოფილი ცხოვრებით ვეღარასდროს იცხოვრებს.

„ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. მიხაელს ძალიან ხშირად უმართლებდა, თუმცა ეს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. საბედნიეროდ, მედიცინაში არსებული შესაძლებლობები რაღაცის შეცვლის საშუალებას იძლევა, თუმცა ისე როგორც ადრე ვეღარასდროს იქნება,“ – ამბობს რალფ შუმახერი. მან ისიც დაამატა, რომ ავარიამ ყველა მათგანის რეალობა შეცვალა და ძველი მიხაელი ყველას ძალიან ენატრება.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულა-1-ის“ დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ალპებში სრიალის დროს თავის ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ის საჯაროდ აღარ გამოჩენილა, ოჯახი კი დეტალებზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები