LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შუხმან ვაინს ჯორჯიამ” ყურძნის წიპწის ზეთის წარმოება დაიწყო

428

”შუხმან ვაინს ჯორჯიამ” ყურძნის წიპწის ზეთის წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა,  ზეთის აქტიური რეალიზაცია ზაფხულიდან დაიწყება. ყურძნის წიპწის ზეთს შუხმანის ობიექტებში – კახეთში ვაინ სპასა და თბილისში რესტორანში გამოიყენებენ.

”ზაფხულიდან ჩვენს პროდუქციას ადგილობრივ ქსელებში შევიტანთ. ასევე შევთავაზებთ კვების ობიექტებს და რესტორნებს. შემდეგ ეტაპზე კი, უკვე ექსპორტი დაიგეგმება”, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა,

მისი ინფორმაციით, კომპანიას, პირველ ეტაპზე, ადგილობრივი ბაზრისთვის 100 000 ბოთლი ყურძნის წიპწის ზეთი ექნება. ყურძნის წიპწის ზეთი 250 მილიგრამიან ბოთლებში დაფასოვდება და მისი ფასი 12-14 ლარი იქნება.

”ეს ზეთი ძალიან უხდება კანს, ჭიმავს, აახალგაზრდავებს და ყველა იმ ვიტამინს შეიცავს, რომელიც აუცილებელია კანისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები