შუახევში, სოფელ შუბანში 7 წლის ბიჭს ეძებენ. შუახევის მერი ამბობს, რომ მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად მდინარეში შევიდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე შუახევის მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.