LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში ხე-ტყით ​დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს

108

შუახევში სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყით ​დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები.

მოქალაქე, რომელსაც ხე-ტყე სარეალიზაციოდ გადაჰქონდა, აცხადებს, რომ მას ყველა საჭირო საბუთი და ნებართვა აქვს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ​აჭარის სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსის, მიხეილ მარგალიტაძის განცხადებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში რეგლამენტის დარღვევა დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ერთწლიანი ვადა ამოწურული აქვს.

„მოქალაქე ახორციელებდა ფიცრის ტრანსპორტირებას, რომელზეც წარმოადგინა წარმოშობის დოკუმენტი. დოკუმენტი იყო რეგლამენტის დარღვევით, რაზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები გაატარებენ შესაბამის სამართლებრივ  ღონისძიებებს,“ – აღნიშნა მიხეილ მარგალიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები