შუახევში, სოფელ შუბანში, მოზარდი ბიჭის სამძებრო სამუშაოები გუშინ უშედეგოდ დასრულდა. როგორც შუახევის მერმა განაცხადა, მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული.
თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა. მოზარდის სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.