LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევის მუნიციპალიტეტში 2 ქალს და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ

526
lenti5-1510236534-e1529148959568

შუახევის მუნიციპალიტეტში 2 ქალს და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ.

როგორც „ფორტუნას” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მოზარდს დაზიანება სახის არეში ჰქონდა მიღებული, ხოლო ზრდასრულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ისინი უკვე სახლში იმყოფებიან.

“მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, ბავშვს სახის არეში, ასევე, ყურთან ჰქონდა დაზიანება. უფროსებს კი მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ. შემთხვევა სოფელში ტყესთან ახლოს მოხდა.

რაც შეეხება სოფელში დათვების ხშირ გადაადგილებას, ამ მხრივ მოქალაქეების მხრიდან ოფიციალური წერილობითი შეტყობინება უწყებაში არ შემოსულა. ბავშვს სამედიცინო მომსახურება ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გაეწია”, – განაცხადეს უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები