LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შუაღამისას საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი.. მეგონა, რომ ომი დაიწყო“ – რას ჰყვებიან სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლები მომხდარ აფეთქებაზე

207
Untitled design

გვიან ღამით თბილისში ძლიერმა აფეთქებამ სამტრედიის ქუჩაზე 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად ევაკუირებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 93 ოჯახი ცხოვრობს, მათივე ცნობით, დაზარალებულთა სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მთარ­გმნე­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ბე­კიშ­ვი­ლი, რომელიც მე­უღ­ლესთან, მხატ­ვა­რ და­ვით ხი­და­შე­ლთან ერთად სწო­რედ ამ კორ­პურ­სში ცხოვ­რო­ბს:

„მეგობრებო, დილიდან არ წყდება ზარები და მესიჯები ჩემთან და დათოსთან და ძალიან გულაჩუყებული ვარ ასეთი ყურადღებით.

შუაღამისას, 3 საათზე საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი – ახალგაღვიძებულზე ეგრევე მეგონა, რომ ომი დაიწყო, ამოწყდეს პუტინი! მერე დავინახეთ, რომ სახლი აფეთქდა – გვერდით სადარბაზოს პირველი ორი სართული სრულიად გამონგრეულია. ჩვენთან, მეცხრე სართულზე მხოლოდ შუშებია ჩამსხვრეული. სასწაულია, რომ ასეთ საშინელ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამაზე ფიქრი რაღაცნაირად მიმსუბუქებს სტრესს და შიშს.

კომერციული ფართია პირველ სართულზე, სადაც მიმდინარეობდა რემონტი. რა მოხდა, რამ გამოიწვია ასეთი ძლიერი აფეთქება, ჯერ არ ვიცით. დანამდვილებით არც ის, რა მოელის ჩვენს კორპუსს. ვართ ევაკუირებულები თეონასთან და ცივ ნიავს არ გვაკარებს. დიდი მადლობა ყველას“, – წერს ნინო ბეკიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

როგორც თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, კორპუსიდან სხვადასხვა სასტუმროში 53 ადამიანია გაყვანილი. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად დაზიანებულია მიმდებარე კორპუსებიც, თუმცა იქიდან ადამიანების გაყვანის საჭიროება არაა. დეპუტატი ამბობს, რომ ფართი, სადაც აფეთქება მოხდა, კომერციული იყო, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მეგობრებო, დილიდან არ წყდება ზარები და მესიჯები ჩემთან და დათოსთან და ძალიან გულაჩუყებული ვარ ასეთი ყურადღებით….

Posted by Nino Bekishvili on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები