„ფრანგული სუნომო 20 ლარად” , „აქცია ორიგინალ შვეიცარულ საათზე” – მსგავსი ტიპის სარეკლამო განცხადებები ყოველდღიურად გვხვდება და ცდუნების წინაშე გვაყენებს. თუმცა, შემოთავაზებული, ხელსაყრელი ფასის პარალელურად, როცა ნივთი საფირმო მაღაზიაზე ორ-სამჯერ იაფად იყიდება, მუდმივად არსებობს რისკი, საქმე ფალსიფიცირებულ პროდუქციასთან გვქონდეს.
ორიგინალი პროდუქტის ფალსიფიცირებულისგან განსხვავების ყველაზე საიმედო გზა პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი შტრიხკოდის წაკითხვაა.
სასაქონლო ნუმერაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ EAN/UCC პროდუქციას 8 ან 13-ნიშნა კოდი ენიჭება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, როგორც მწარმოებელი ქვეყნის ასევე პროდუქტის შესახებ.
საერთაშორისო ასოციაციის მიერ ქვეყნებისთვის მინიჭებული შტრიხკოდის საშუალებით, მარტივად შეგიძლიათ, მწარმოებელი ქვეყანა გამოიცნოთ და ამისთვის მხოლოდ პირველი 3 ციფრის დამახსოვრება გჭირდებათ.
შტრიხ კოდის პირველი სამი ციფრი მწარმოებელ ქვეყანას აღიშნავს;
შემდეგი 4-6 ციფრი საწარმოს კოდს;
მომდევნო 3-5 ციფრი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მატარებელია(ზომა, წონა)
ბოლო ერთი ციფრი- საკონტროლო ციფრია.
გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის შტრიხკოდის ჩამონათვალს:
თამუნა გოგუაძე