LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტორმ “ალბერტოს” გამო, მერილენდის შტატის რამდენიმე ქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

92

მერილენდის შტატის რამდენიმე ქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს კი ტროპიკული შტორმი უახლოვდება.

წყალდიდობის საშიშროების გამო, ფლორიდის შტატში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. შტორმმა სახელწოდებით „ალბერტო“, უკვე გადაუარა კუბას, სადაც დაიტბორა რამდენიმე რეგიონი, დაზიანდა შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი მისისიპისა და ჯორჯიის შტატების მიმართულებით გადაადგილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები