LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატებში უჩვეულოდ გრძელი „პრიუსი“ შეამჩნიეს

prius

მასაჩუსეტსის შტატში,  ავტომგასიტრალზე Interstate 95 უცნაური Toyota Prius გადაიღეს. როგორც ჩანს, ტექნიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად ავტომობილის კონსტრუქციაში სერიოზული ცვლილებები შეიტანეს.

მანქანას ძარა დაუგრძელეს, რამაც მას მართლაც უცნაური ფორმა მისცა. ცვლილებების დამსახურებით „პრიუსს“ საქარე წინააღმდეგობა შეუმცირდა, რაც ბუნებრივია, დახარჯული საწვავის რაოდენობაზეც მოქმედებს. როგორც ჩანს, ავტომობილის მფლობელს სურს, რომ ნაკლები საწვავით მეტი მანძილი გაიაროს და ამ მხრივ თავისებური რეკორდიც კი დაამყაროს.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე აეროდინამიკურ ეფექტად დღემდე 1954 წლის Fiat Turbina-ს პროტოტიპი ითვლება. ექსპერიმენტალურ ავტომობილს 300 ცხენის ძალის ძრავი ქონდა და აჩქარებამ კი 0,14 წამი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები