LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატებში „სოსისმოპედი“ და „სოსისდრონი“ დაამზადეს

21

შტატებში „სოსისმოპედი“ და „სოსისდრონი“ დაამზადეს. სწრაფი კვების ობიექტთა ქსელმა „Oscar Mayer” რომელიც „ჰოთ-დოგების“ დისტრუბიციითაა ცნობილი, ტექნოპარკი გააფართოვა და საკვების დანიშნულების ადგილზე მისატანად ახალი საშუალებები გამოიგონა. სიახლე სპეციალურად ამერიკის თავისუფლების დღის აღსანიშნავად მომზადდა.

3 საბურავიანი მოპედი, რომელსაც „სოსისმოპედი“ უწოდეს ქალაქის საცობებისგან თავის ასარიდებლად მართლაც საუკეთესო საშუალება იქნება. ის 8,5 ძალის ძრავითაა აღჭურვილი და ერთდროულად 8 შეკვეთის შესრულება შეუძლია. რაც შეეხება დროს, ის იქნება მსოფლიოში პირველი საფრენი აპარატი, რომელიც ასევე შეკვეთებს დაარიგებს. მისი ფრენის მანძილი მაქსიმუმ 1,6 კილომეტრია და ერთდროულად მხოლოდ ერთი ჰოთ-დოგის გადატანა შეუძლია.

საინტერესოა, რომ Oscar Mayer უკვე წლებია უცნაურ ავტომობილებს ქმნის და პირველი ეგზემპლარები ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები